პროექტი ,,საუკუნის სასამართლო პროცესი–მათემატიკა ტრიგონომეტრიის გარეშე?!" დასასრულს მიუახლოვდა. 2016 წლის 10 მაისს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტებმა პროექტის დასკვნითი ეტაპი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში ჩაატარეს. მღელვარებამ პიკს მიაღწია. ტრიგონომეტრიის მათემატიკის სასკოლო კურსში ,,ყოფნა–არყოფნის" ბედი წყდება.
სასამართლომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. მოწინააღმდეგე მხარეები თავის პოზიციებს არ თმობდნენ და აი, ნაფიცმა მსაჯულებმა ხანგრძლივი თათბირის შემდეგ გამოიტანეს ვერდიქტი:
- ტრიგონომეტრია ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და დარჩეს მათემატიკის სასკოლო კურსის შემადგენელ ნაწილად!!!
განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება!
– თქვა მოსამართლემ ( კადეტმა ბაჩუკი ქირიამ) და ჩაქუჩით დასვა ,,ბეჭედი".
Комментариев нет:
Отправить комментарий