პროექტის ამსახველი დოკუმენტური ფილმი

      2016 წელს კადეტთა სამხედრო ლიცეუმში განხორციელდა სასწავლო–შემოქმედებითი პროექტი: საუკუნის სასამართლო პროცესი–,,მათემატიკა ტრიგონომეტრიის გარეშე?!". კადეტებმა ტრიგონომეტრია ჩათვალეს დამნაშავედ მათემატიკის სასკოლო კურსის გართულებისა და მოსწავლეებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო. გამოაცხადეს ძებნა ოთხივე ტრიგონომეტრიულ ფუნქციაზე, დააპატიმრეს ისინი და ,,გაასამართლეს" ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში.პროექტის დასასრულს შეიქმნა პროექტის ამსახველი დოკუმენტური ფილმი.






Комментариев нет:

Отправить комментарий