პირველი მოსაზრება დედამიწის სფეროსებურობის შესახებ გაჩნდა ძველ საბერძნეთში.
ამის
შესახებ
პირველი
მოსაზრებები
ეკუთვნის
პითაგორასა
და
არისტოტელეს.
სფეროს
ფორმის
გათვალისწინებით
პირველი
რუკა
შექმნა
ერატოსთენემ,
რომელიც
მოღვაწეობდა
ძველი
წელთაღრიცხვის
III საუკუნეში.
იგი
იყო
მატემატიკოსი
და
ასტრონომი,
რომელიც
ალექსანდრიის
ბიბლიოთეკას
ხელმძღვანელობდა,
დაამკვიდრა
ტერმინი
„გეოგრაფია“.
გარდა
ამისა,
მანვე
დახაზა
პირველმა
მსოფლიოს
რუკა
მერიდიანებისა
და
პარალელების
გამოყენებით,
რომლებსაც
თავად
„გვერდიგვერდ
გამავალ
ხაზებსა“
და
„შუადღემდე
ხაზებს“
უწოდებდა.
მან
ცხოვრების
დიდი
ნაწილი
ეგვიპტის
ქალაქ
ალექსანდრიაში
გაატარა, რომელიც იმ დროისათვის საბერძნეთის ქვეშევრდომად ითვლებოდა.
ერატოსთენემ უბრალო ჯოხით შეძლო დედამიწის გარშემოწერილობის (მერიდიანის სიგრძის)
გაზომვა.
აი როგორ შეძლო ეს: მან ქალაქ სიენაში
(დღევანდელი
ასუანი)
ზაფხულის
პირველ
დღეს
შეამჩნია,
რომ
მზე
ზენიტში
იყო,
ამაში
მას
ღრმა
ჭაში
ჩახედვა
დაეხმარა, სადაც მზის სხივი ვერტიკალურად 90%-ით ეშვებოდა და ჩრდილს არ ტოვებდა.
ამის
შემდეგ
ერატოსთენე
ჩავიდა ალექსანდრიაში, სადაც გააკეთა
სადგარიანი
ჯოხი
(გნომონი)
და
ნახა,
რომ
ჯოხმა
ჩრდილი
დატოვა,
ერატოსთენემ
გაზომა
ჩრდილის
კუთხე
და
აღმოჩნდა
7012i. ერატოსთენემ იცოდა რომ წრე 3600-ია და ვარაუდობდა რომ დედამიწა მრგვალია. მან 360 გაყო ჩრდილის კუთხეზე და მიიღო მიახლოებით 50. ამის შემდეგ გაზომა ფეხით მანძილი ალექსანდრიიდან სიენამდე და მიიღო 5000 სტადია, მიღებული ციფრი გაამრავლა 50 ზე და გამოვიდა მიახლოებით დღევანდელი 40 000 კმ, ანუ მერიდიანის
სიგრძე.
საათი დროის საზომი ხელსაწყოა, რომლის მუშაობაც ემყარება მუდმივ პერიოდულ პროცესებს (დედამიწის ბრუნვას, ელექტრულ რხევებს, ქანქარას, კვარცის ფირფიტას, მოლეკულაში ატომის რხევებს და სხვა.) მეტად ზუსტია კამერტონიანი საათი, რომელშიც
გამოყენებულია
კამერტონის
სტაბილური
რხევები,
კვარციანი
საათის
მუშაობა
ემყარება
პიეზოელექტრულ
ეფექტს.
მოლეკულური
და
ატომური
საათის
სვლის
კორექტირება
ხდება
მოლეკულური
გენერატორით.
პირველი საათი, რომლის საშუალებითაც ადამიანმა დროის გაგება შეძლო, იყო მზის საათი, რომელიც
ჯერ
კიდევ
ძველი
წელთაღრიცხვის
III ათასწლეულში
შეიქმნა.
იმ დროისათვის უმარტივესი საათის დანიშნულებას გნომონი ასრულებდა. ჯოხის ჩრდილის სიგრძე და მიმართულება
მიუთითებდა
მზის
სიმაღლეს
და
მდგომარეობას
მერიდიანის
მიმართ.
ამიტომ
მისი
ხედვით
ადვილად
განსაზღვრავდნენ
დროს.
მაგალითად
ჩრდილის
უმოკლესი
სიგრძე
შუადღეს
შეესაბამებოდა.
მზის
საათი
მრავალ
ქვეყანაშია:
დიდ
ბრიტანეთში,
ბულგარეთში,
კვიპროსზე
და
სხვაგან.
ამ
კუთხით
აღსანიშნავია
ჩვენი
სამშობლოც, მზის საათი არის გელათის მონასტერში. ასევე დოლისყანაში, რომელიც მდინარე
იმერხევის
ხეობაში
მდებარეობს,
სოფელში
სახელწოდებით
Hamamli. გიორგი
მერჩულის
ცნობით,
აქ
ეკლესია
გრიგოლ
ხანძთელის
მოღვაწეობის
დროს
აშენდა,
მონასტერი
კი
მოგვიანებით
დაარსდა.
როგორც
წარწერები
გვამცნობს,
ტაძარი
სუმბატის
მეფობის
ხანაშია
აშენებული,
954 -958 წლებში.
დღეს
სამონასტრო
ნაგებობათაგან
მიწის
ზემოთ
აღარაფერი
ჩანს.
თავად
ეკლესია
კი
კარგად
არის
დაცული,
რაც
იმითაა
გამოწვეული,
რომ
აქ
უკანასკნელ
დრომდე
მუსულმანური
სალოცავი
– ჯამე
იყო
განთავსებული.
Комментариев нет:
Отправить комментарий